LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის ნავსადგურში იმპორტირებული მანქანების პარკირების გადასახადი დროებით შეჩერდა

109
20170821190540

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ კონტეინერებით იმპორტირებული მსუბუქი ა/მანქანების პარკირების გადასახადის შეჩერების ვადას 27 აპრილის ჩათვლით ახანგრძლივებს და ამ თემაზე განცხადებას ავრცელებს.

„ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოლო დროს საქართველოს ტერიტორიაზე შემოღებული ავტოტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვის ვადების გაგრძელებასთან დაკავშირებით, “ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) აგრძელებს კონტეინერებით იმპორტირებული მსუბუქი ა/მანქანების პარკირების გადასახადის შეჩერების ვადას 27 აპრილის ჩათვლით, ნაცვლად 25 აპრილის 21:00 საათისა.

შეგახსენებთ, რომ პარკირების გადასახადი შეჩერებულია 15 აპრილის 21:00 საათიდან. აღნიშნული ეხება მხოლოდ ზემოთ მოცემული პერიოდის [15 აპრილი – 27 აპრილი] განმავლობაში წარმოშობილ პარკირების გადასახადს და ამოღებული იქნება პარკირების საერთო საფასურიდან. იყავით უსაფრთხოდ”,-აცხადებენ „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g