LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის პორტში ტვირთის გადამუშავების ახალი ტექნოლოგია დაინერგა

foti2

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტვირთის გადამუშავების ახალი, თანამედროვე ტექნოლოგია დაინერგა. „ეიპიემ ტერმინალს ფოთის” ცნობით, სპეციალური მობილური ამწე მოწყობილობის – ე.წ. მბრუნავი სპრედერის გამოყენებით ორჯერ მცირდება გარემოზე ნაყარი ტვირთის დამუშავებით გამოწვეული მავნე ზემოქმედება. მათივე ინფორმაციით, იზრდება ეფექტიანობა და მცირდება ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკი. ამავდროულად, მნიშვნელოვნად იზრდება ტვირთბრუნვა და პორტის მწარმოებლუნარიანობა.

კომპანიის ცნობითვე, ე.წ. მბრუნავი სპრედერი, რომლის საშუალებითაც წარიმართება ტვირთის დამუშავების პროცესი, მსოფლიოში სულ 3 ქვეყანაში გამოიყენება (ჩილე, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია). ეს ინოვაციური მოწყობილობა საშუალებას იძლევა ტვირთის დამუშავების ძველი მეთოდი, რომელიც უკავშირდება ავტომტვირთველებით ტვირთის ნავმისადგომებზე ჩამოცლას, შენახვას და შემდეგ გემში ჩატვირთვას, ჩაანაცვლოს მარტივი, უფრო ეფექტური და ეკო-მეგობრული ტექნოლოგიით.

ცნობისთვის, აღნიშნული მბრუნავი სპრედერი, სტანდარტული სპრედერის მსგავსად მაგრდება ამწეზე, თუმცა სტანდარტულისგან განსხვავებით, ის მასზე მიმაგრებულ კონტეინერს 360 გრადუსით აბრუნებს პირდაპირ გემის ტრიუმში. ასეთი მეთოდით ტვირთის დამუშავებისას გამოიყენება ღია კონტეინერები, რაც საშუალებას იძლევა ნაყარი ტვირთი კონტეინერიდან პირდაპირ გემში ჩაიტვირთოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები