LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „4 თვის მარიას და 2 თვის ლაზარეს დედებს დღეს გამოცდა აქვთ“ – რა კადრებს ავრცელებს გამოცდების ეროვნული ცენტრი

232
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (17)

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

გამოცდების ეროვნული ცენტრი საზოგადოებას პერიოდულად აწვდის გამოცდების მიმდინარეობისა და გამომცდელების შესახებ საინტერესო ინფორმაციას.

„4 თვის მარიას და 2 თვის ლაზარეს დედებს დღეს გამოცდა აქვთ. მარიას დედა თელავის საგამოცდო ცენტრში ბიოლოგიაში აბარებს გამოცდას, ლაზარეს დედა კი – რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართულ ენასა და ლიტერატურას.

იმისათვის, რომ პატარებს არ მოშივდეთ, ცენტრებში ჩვილები კოორდინატორებს შემოჰყავთ.

 

?4 თვის მარიას და 2 თვის ლაზარეს დედებს დღეს გამოცდა აქვთ. მარიას დედა თელავის საგამოცდო ცენტრში ბიოლოგიაში აბარებს…

Posted by naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი on ხუთშაბათი, 06 ივლისი, 2023

 

დედები საგამოცდო სექტორებს მხოლოდ მცირე ხნით ტოვებენ, შემდეგ კი კვლავ აგრძელებენ ტესტზე მუშაობას“, – ნათქვამია განცხადებაში.