LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 71 წლის სტივენ ტაილერი ფოტოსესიისთვის სრულიად გაშიშვლდა

372
22374864-0-image-m-70-1576624383516

4 ,,გრემის” მფლობელი ლეგენდარული ჯგუფის Aerosmith ფრონტმენი, სტივენ ტაილერი გამოცემა Haute Living-ის სტუმარია. ფოტოგრაფ ბრაიან სმიტის ობიექტივის წინაშე „კივილის დემონმა“ გაიხადა და საკმაოდ პიკანტური ფოტოებიც გადაიღო. როგორც თავად აღნიშნავს, მის სტილზე, მისმა შეყვარებულმა, ეიმი პრესტონმა იზრუნა.

ჟურნალთან ინტერვიუში სტივენმა ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის პერიოდი გაიხსენა.

„მაშინ სარეაბილიტაციო ცენტრები არ არსებობდა და  ადამიანებს ფსიქიატრიულ კლინიკებში ათავსებდნენ, ასე მოიქცნენ ჯგუფის წევრებიც, მე ფსიქიატრიულში ვიყავი, ისინი კი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდნენ. მრავალი წელი დამჭირდა, სიბრაზის გასანელებლად, მაგრამ იცით, მე ნარკოდამოკიდებულება დავამარცხე და მათი მადლიერი ვარ“ – აცხადებს ტაილერი

შეგახსენებთ, 2018 წლის 5 მაისს  ჯგუფმა ტურნე Aero-Vederci Baby! გამართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოსაც ესტუმრა და ქართველ მსმენელს საოცარი პერფორმანსი შესთავაზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები