პანდემიის დაწყების შემდეგ 79 წლის ლეგენდარული მსახიობი და მომღერალი, ბარბრა სტრეიზანდი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. „ლოქდაუნის“ პერიოდი ვარსკვლავმა ლოს-ანჯელესში გაატარა.
ცნობისთვის, 24 აპრილს სტრეიზანდს 79 წელი უსრულდება, როგორც ჩანს, მას იუბილეს აღნიშვნა სხვა ქალაქში აქვს გადაწყვეტილი. პაპარაცებმა ის სწორედ მაშინ გადაიღეს, როდესაც მსახიობი ლოს-ანჯელესიდან მიემგზავრებოდა.
ბარბრა სულ შავებში იყო გამოწყობილი, ვარსკვლავმა შავ შარვალსა და პალტოს, ამავე ფერის ქუდი შეუხამა.
ბარბრა სტრეიზანდმა მოკლული ჯორჯ ფლოიდის შვილს ,,დისნეის” აქციები გადასცა