LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ახალი Dodge Viper ხავსით, რომელშიც ჩიტებმა ბუდე გაიკეთეს

110
ახალი Dodge Viper ხავსით, რომელშიც ჩიტებმა ბუდე გაიკეთეს

ნახეთ ახალი Dodge Viper, რომელშიც ჩიტებმა ბუდეები გაიკეთეს. ქსელში გავრცელდა ფოტოები სუპერქარის, რომელიც 28 წელი კლიენტებს სადილერო ცენტრში ეპატიჟებოდა. წარსულში Dodge Viper მიწაზე 2009 წელს, შესაკეთებლად დაუშვეს: მაშინ ავტომობილს დისკები შეუცვალეს. 15 წლის განმავლობაში კუპე ლანდშაფტის ნაწილი გახდა: საღებავი გაცვდა, ფანჯრები დაიბინდა, კარები კი ხავსით და ობით დაიფარა.

როგორც ავტო სალონის თანამშრომელი ამბობს, Dodge Viper ცენტრში პირველად 1996 წელს მიიტანეს, მაშინ ოდომეტრის მაჩვენებელი 12 მილი (19 კილომეტრი) იყო. მას შემდეგ სუპერქარი აბრის სახით გამოფინეს და დანიშნულებისამებრ აღარ იყენებდნენ. ამ მოსაზრებას ამყარებს კაპოტის ქვეშ გადაღებული კადრებიც: ძრავა V10 ადგილზეა, თუმცა შიგნით შეღწევა შეძლეს ჩიტებმა და ბუდეებიც მოიწყვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები