ახალი MBW M3–ის და M4–ის ფოტოები ქსელში პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა. ორვე მოდელი თითქოს მსგავს სტილშია შესრულებული და მათი განმასხვავებელი მახასიათებელი უზარმაზარი ფარები გახდა.
ფოტოებში სავარძლების და სამუხრუჭე მექანიზმის შეთვალიერებაცაა შესაძლებელი. M3–მა საფირმო მწვანე ფერი, მეტალის – Isle Of man green მიიღო. რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს, ორივე ავტომობილი თითქმის იდენტური იქნება: 3,0 ლიტრის მოცულობის „ბიტურბო–ექვსიანით“ და მექანიკური ან ავტომატური გადაცემათა კოლოფით.
ჩვეულებრივ ვერსიას 480 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება, ვარიაცია Competition კი მთელ 510 ცხენის ძალას მიიღებს.