LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ახალი Nissan Qashqai: პირველი გამოსახულება

55
nisanqashqai2011

კომპანია Nissan–მა ახალი თაობის Qashqai–ს პირველი კადრები გამოაქვეყნა. კროსოვერი თიზერში კამუფლაჟითაა გადაღებული, თუმცა გარკვეული დელატების შეთვალიერება მაინც შეიძლება.

„ნისანმა“ დააზუსტა, რომ ახალი Qashqai გახდება ბრენდის პირველი ევროპული მოდელი, რომელიც CMF-C–ის პლტფორმაზე აიგო. არქიტექტურის დახმარებით, მოდელის მასა საგრძნობლად შემცირდება, თანაც მწარმოებელმა შედარებით მსუბუქი მატერიალები გამოიყენა. მაგალითად, კარებები და კაპოტი კროსოვერს ალუმინისგან აქვს დამზადებული, რამაც მას 21 კილოგრამის დაზოგვის საშუალება მისცა.

რაც შეეხება ტენქიკურ მახასიათებლებს, ხაზიდან გაქრება დიზელის ძრავი. ახალი Qashqai 1,3 ლიტრის მოცულობის ბენზინის ტურბოძრავს მიიღებს და ის სიმძლავრის ორ ვარიაციაში იქნება ხელმისაწვდომი.

სიახლის სრული მონაცემები მხოლოდ მომავალ წელს, პრეზენტაციის შემდეგ გაირკვევა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g