36 წლის ჰილარი ბოლდუინსა და 62 წლის ალეკ ბოლდუინის მე-5 შვილი შეეძინათ. ამის შესახებ წყვილმა თავად განაცხადა და სოციალურ ქსელში ახალშობილის ფოტოც გაავრცელა.
„გუშინ ჩვენ შვილი შეგვეძინა, ის იდეალურია, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს“, – წერს ჰილარი.
შეგახსენებთ, 4 შვილის გაჩენის შემდეგ წყვილი აქტიურად ცდილობდა კიდევ ერთი შვილის ყოლას, თუმცა, ჰილარის მუცელი რამდენჯერმე მოეშალა. ახლა კი მათ მეხუთე შვილი შეეძინათ. ახალშობილის სახელი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ვიცით მისი სქესი, ჰილარის და ალეკს ვაჟი ჰყავთ.
ცნობისთვის, ალეკი და ჰილარი 8 წელია რაც ქორწინებაში იმყოფებიან. კიმ ბესინგერთან პირველი ქორწინებიდან ალეკს 24 წლის ქალიშვილი ჰყავს.