LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ანა დე არმასმა ბენ აფლეკს დაბადების დღეზე BMW-ს მარკის მოტოციკლი აჩუქა

527
page

15 აგვისტოს, მსახიობ ბენ აფლეკს 48 წელი შეუსრულდა, იუბილე ბენმა შეყვარებულთან, ანა დე არმასთან ერთად აღნიშნა. 32 წლის არმასმა საყვარელ მამაკაცს  გასაოცარი სიურპრიზი მოუწყო და მას BMW-ს მარკის მოტოციკლი აჩუქა, აღსანიშნავია, რომ მოდელი ექსკლუზიურად ბენისთვისაა შექმნილი. გახარებული ბენის ფოტო ანამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ახალი ტრანსპორტი წყვილმა უკვე გამოსცადა, გუშინ, შეყვარებულები პაპარაცებმა მოტოციკლით მოსეირნენი დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ  47 წლის აფლეკისა და 32 წლის არმასის რომანი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და უკვე სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა. ბენ აფლეკმა ახალი რჩეული ანა დე არმასი დედას და ქალიშვილს გააცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები