სულ ცოტა ხნის წინ Apple-ის ანალიტიკოსმა, მინგ-ჩი კუომ განაცხადა, რომ კეცვადი iPhone 2023 წელს გამოვა. მისი თქმით ეს ინდუსტრიას ძირეულად შეცვლის. პირველ კეცვად iPhone-ს 8 ინჩიანი OLED ეკრანი ექნება, რომელსაც „სამსუნგი“ დაამზადებს.
სამწუხაროდ კუოს ფასის შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა სავარაუდოდ მისი ფასი 1 800 დოლარზე იაფი არ იქნება.