მსახიობი ანა სანაია გივი ბერიკაშვილის შვილზე, გარდაცვლილ მსახიობ ზურა ბერიკაშვილზე ემოციურ პოსტს გვიზიარებს და საოცარ ამბავს გვიყვება.
„ხომ ასე გგონიათ, არაფერი – ბერიკას ფოტოებია და მორჩა, არა და ასე არაა. დმანისში ეზოში ვითამაშეთ სპექტაკლი ო, ღმერთო! – თქეში წვიმა წამოვიდა. ერთმანეთის ხმა აღარ გვესმოდა. რეპლიკებს ლამის ტუჩის მოძრაობით ვხვდებოდით, მაგრამ სპექტაკლი ბოლომდე მივიყვანეთ.
ბერიკა იყო ძაან მაგარი კაცი, დახმარება ჭირდებაო ადამიანსო და „შეხვედრის ადგილი / Meeting Place“-ს შესაქმნელად მთელი გატაცებით ვითამაშეთ სპექტაკლი.
არ ვიცი, შეიძლება სხვასაც ექნა ეს, მაგრამ გულით და სულით პირველი რომ იყო, ეს განა მის დიდ კაცობაზე არ მიუთითებს? უბრალო იყო და ძალიან კამკამა სულის, წარსულში რო ვწერ მასზე ცოტა ვვოცდები. ეს პიჯაკი ახლა მე მაცვია.
არასოდეს დამავიწყდება ეს დღე და მადლობა ლაშა ჩხვიმიანი-ს დახმარება რომ დაგჭირდა და ჩვენ მოგვეცა საშუალება დაგხმარებოდით. ეს ამბავი, ლამის ცხოვრების აბზაცი ერთად რომ გავიარეთ, თურმე ბოლო თავი იყო ბერიკას ცხოვრების“, – წერს ანა სანაია.
მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უნიჭიერესი მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.
მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.