LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 ფოტო: აშშ–ში უსაფრთხოების ბალიში – „ბუდე“ შექმნა

62
safepl201216

ამერიკულმა კომპანია Waymo–მ, რომელიც უპილოტო ავტომობილების წარმოებითაა დაკავებული, უსაფრთხოების ახალი ბალიში დააპატენტა. აირბაგის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ სიახლე მგზავრს მთლიანად დაფარავს და ჩვეულებრივ ბალიშებზე ბევრად უკეთ დაიცავს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სიახლეს – „მგზავრის დამცავი წინაღობა“ ქვია და როგორც ფოტოებში ჩანს, დაჯახების დროს ბალიში იხსნება და მძღოლის სხეულს მთლიანად მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში სალონში კიდევ ერთი ასეთი ბალიშის მოთავსებაა შესაძლებელი და მას წინ მჯდომი მგზავრის დაცვა შეეძლება.

მწარმოებელი ინოვაციურ აირბაგზე დამატებით ინფორმაციას ჯერ–ჯერობით არ აზუსტებს, რაც იმას ნიშნავს რომ მასზე მუშაობა ბოლომდე დასრულებული არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g