ამ წუთებში უინძორის სასახლეში პრინცი ფილიპის დაკრძალვის ცერემონიალი მიმდინარეობს.
საკათედრო ტაძარში უკვე გამოჩნდნენ სამეფო ოჯახის წევრები. დედოფალი ელისაბეთი დაკრძალვაზე მარტო მივიდა, ფოტოგრაფებმა აღბეჭდეს ატირრებული დედოფალი, რომელიც მანქანიდან მიესალმა ხალხს.
დაკრძალვაზე ერთად მივიდნენ პრინცები, უილიამი და ჰარი. სამეფო ოჯახის ყველა წევრს შავი სამგლოვიარო სამოსი აცვია.
ცერემონიალს, კოვიდრეგულაციების გამო, მხოლოდ 30 ადამიანი ესწრება.