LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: აუქციონზე გაიყიდება Lamborghini Miura, რომელმაც ათეულობით წელი მისაღებში გაატარა

106
აუქციონზე გაიყიდება Lamborghini Miura, რომელმაც ათეულობით წელი მისაღებში გაატარა

გასაყიდად გამოიტანეს Lamborghini Miura, რომელიც 80-იანი წლებიდან დღემდე ავეჯის როლს ასრულებდა. ვაჭრობას აუქციონის სახლი Gooding & Company გამართავს და მის სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ვინტაჟური სუპერქარისთვის 2-დან 2,5 მილიონ დოლარამდე თანხას მიიღებენ.

მთლიანობაში იტალიელმა ინჟინრებმა 338 ასეთი კუპე ააგეს. წარმოდგენილი ეგზემპლარი დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.

პირველი ათწლეული სუპერქარმა იტალიაში გაატარა. თუმცა 1980-იან წლებში ავტომობილი აშშ-ში გადაიტანეს, რის შემდეგაც საცხოვრებელი სახლის მისაღებში დადგეს.

ამ დრომდე სუპერქარი ავეჯის ნაწილი იყო და მის გამოსატანად ახალ მეპატრონეს სახლის რამდენიმე შიდა კედლის დანგრევა მოუწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები