კუპე Lamborghini Miura, რომელსაც არც ძრავა და არც გადაცემათა კოლოფი არ გააჩნია, ნახევარ მილიონ დოლარად იყიდება. ეგზემპლარი კოლექციონერთა შორის დიდად ფასობს, ამიტომ მიუხედავად არც თუ სახარბიელო მდგომარეობისა მასზე სერიოზული ბრძოლა გამოცხადდება.
ბოლო 44 წელი სპორტქარი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ფირმის საწყობში ინახებოდა და პოტენციურ მყიდველებს მხოლოდ ის ფაქტი თუ დააფრთხობს, რომ კაპოტის ქვეშ ლოტი თითქმის ცარიელია. მეორეს მხრივ მათ წინ გადაიხსნება მომხიბვლელი პერსპექტივა განაახლონ ავტომობილი ისე როგორც მოესურვებათ, დააყენონ თანამედროვე და ბევრად მძლავრი ძრავა.
შეგახსენებთ, რომ ორიგინალი V12 3,9 აგრეგატი 350 ცხენის ძალას ავითარებდა და სპორტქარს დღეს ბევრად მეტი შეუძლია.