LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: აუქციონზე უიშვიათესი კაბრიოლეტი Playboy გაიყიდება. სწორედ მისი სახელი ჰქვია ცნობილ ჟურნალს

41
playboycar

დეკემბრის დასაწყისში Sotheby’s აუქციონზე მყიდველებს 1948 წლის კაბრიოლეტს Playboy A48-ს შესთავაზებენ. აღნიშნული ავტომობილი გახდა ერთ-ერთი პირველი ისტორიაში, რომელმაც მყარი სახურავი მიიღო. გარდა ამისა, არსებობს აზრი, რომ სწორედ ამ ავტომობილს უნდა უმადლოდეს თავის სახელს საკულტო ამერიკული ჟურნალი. გასაყიდად გამოტანილი კაბრიოლეტის ფასი ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება. ამასთან, უნიკალურ მანქანას, რომლის გარბენიც მხოლოდ 12 000 კილომეტრია, მცირე რესტავრაცია სჭირდება.

კომპანია Playboy-ს ავტომობილების დამაარსებლად ლუ ჰორვიტს თვლიან. ლუ მანამადე უბრალო გამყიდველი იყო, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ თავისი ავტომობილები შეექმნა. თუმცაღა, მისი ერთადერთი მოდელი კაბრიოლეტი A48  იყო, რომელიც მთლიანობაში 97 ეგზემპლარად გამოვიდა. ექსპერტთა შეფასებით, ჩვენს დრომდე 50-მდე მოდელი უნდა იყოს შემორჩენილი.

PlayBoy A48 4 ცილინდრიანი ძრავითაა დაკომპლექტებული და 41 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 3 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. კაბრიოლეტის მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები