LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bentley-მ Continental GTC ოქროთი და ბრილიანტებით გააფორმა

130
bentley

კომპანია Bentley-მ კაბრიოლეტი continental GTC „ოქროს“ ინტერიერით გამოუშვა. უნიკალური ავტომობილი Mulliner-ის ატელიემ მოამზადა და საქმეში აქტიურად იყო ჩართული საიუველირო ფირმა Boodles. სალონის გაფორმებისას ბრილიანტები, თეთრი ოქრო და ბევრი სხვა ძვირადღირებული მატერიალი გამოიყენეს.

ამასთან, ტექნიკურ ნაწილში კაბრიოლეტს არანაირი ცვლილება არ განუცდია. „ოქროს“ Continental GTC 6 ცილინდრიანი W12 ძრავითაა აღჭურვილი და 650 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 8 დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

მდიდრულ ავტომობილს ბრიტანული ბრენდი გასაყიდად უახლოს მომავალში გამოიტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები