LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ბევრჯერ გავიმარჯვე, თუმცა, თავადაც ბევრი დარტყმა მივიღე“ – 72 წლის მიკი რურკის ტრანსფორმაცია

184
page

მიმდინარე კვირას, მიკი რურკი პაუზის შემდეგ გამოჩნდა. 72 წლის მსახიობმა „ინსტაგრამზე“ მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა და საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში.

ის, რომ 90-იანი წლების სექს-სიმბოლო უკვე მრავალი წელია აღარ ჰგავს საკუთარ თავს, საზოგადოებისთვის სიახლეს არ წარმოადენს, თუმცა, თუკი ახალი ფოტოებით ვიმსჯელებთ, მსახიობი კიდევ უფრო შეცვლილია.

„სახე გაინადგურა“ – 72 წლის მიკი რურკის უახლესმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

აღსანიშნავია რომ „9 ½ კვირის“ ვარსკვლავმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში უამრავი წარუმატებელი პლასტიკური ოპერაცია გადაიტანა. ამის მიზეზი კი მისი პროფესიაა. ბევრმა არ იცის, რომ გარდა მსახიობობისა, მიკი პროფესიონალი მებრძოლი გახლდათ. ის რინგს პაუზის შემდგე, 39 წლის ასაკში დაუბრუნდა. სწორედ ბრძოლის დროს მიღებული ტრავმები გახდა მისი სახის წარმოუდგენელი გარდასახვის მიზეზი.

„მე 142 სამოყვარულო ბრძოლა ჩავატარე და მხოლოდ სამში დავმარცხდი. ასევე ვიჩხუბე პროფესიონალურ ტურნირებზეც. მართალია, ბევრჯერ გავიმარჯვე, თუმცა, თავადაც ბევრი დარტყმა მივიღე“, – იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში რურკი.

„ნუთუ ეს მიკი რურკია?“ – 90-იანი წლების სექსსიმბოლოს წარმოუდგენელი ცვლილება – 71 წლის მიკი რურკის უახლესი ფოტოები

„არიან ქალები, ვისთანაც ისე ძალიან არ გინდა დილას გაღვიძება, მარტო ღამეს კი არა, მთელ ცხოვრებას ნანობ“- მიკი რურკის ცნობილი გამონათქვამები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები