ბლოგერი გივიკო დიდია ძმისშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს და ბავშვობის მონატრებაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ბიჭი სიცოცხლე და სიყვარული…
“ბავშვობა მენატრება. ბავშვობა, როდესაც ერთადერთი სადარდებელი ის გაქვს, თუ როგორ გავარდე ეზოში და იცელქო. ბავშვობა, სადაც ტკივილი მხოლოდ გადატყავებულ მუხლებთან ასოცირდება, სადაც წარმოდგენაც კი არ გაქვს, ნამდვილ, რეალურ ტკივილზე.
ბავშვობა, სადაც მხოლოდ სათამაშოებზე ფიქრობ, სადაც არ გაკისრია არანაირი პასუხისმგებლობა, სადაც არაფერი აწვება დარდად, შენ ბავშვურ გულს. ბავშვობა, როცა არ იცი, რა არის დაკარგვა, სიყვარული, იმედგაცრუება, ღალატი და ა.შ… ბავშვობა, როცა წარმოდგენა არ გაქვს, თუ რა არის ცხოვრების სირთულეები”…
პ.ს ამ ქვეყნად ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი, ყოველთვის რომ დარჩეს მათში კეთილი ადამიანი”, – წერს გივიკო დიდია.
გივიკო დიდია: თუ ვინმეს ჰგონია ლანძღვას ლანძღვითვე ვუპასუხებ ძალიან ცდება