LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: BMW–მ თავისი პირველი კატერი წარმოადგინა

410
bmw20345

ამერიკულმა კომპანია Sea Ray–მ ბრენდის 45 წლის იუბილის აღსანიშნავად ახალი კატერის დამზადება გადაწყვიტა. მოდელის დიზაინი კი BMW–ს სტუდიას მიანდო.

შეფ–დიზაინერთა დავალება დეკორის ახალი პრინციპების ფორმირება იყო, სიახლე ისეთი უნდა გამოსულიყო რომ წარსულისთვის პატივი ეცა და მომავლისკენ სწრაფვაც ეჩვენებინა. კონცეპტის მთავარი მახასიათებლები დახვეწილობა, სითამამე, მოქნილობა და თვითმყოფადობა გახდა. ეს მახასიათებლები კატერის გამოკვეთილ ფორმებში და კორპუსის მცირე დეტალებში ჩანს.

Sundancer 370 Outboard–ის ბორტზე ადგილი 5 ადამიანისთვისაა გამოყოფილი და მგზავრებისთვის სრული კომფორტია შექმნილი. ბორტზეა რბილი სავარძლები, მაცივარი, მინის სახურავი. კაიუტაში განცალკევებული საშხაპე, საწოლი, ტელევიზორი და მცირე ზომის სამზარეულოა მოწყობილი.

კატერი მოძრაობაში Mercury Verado 300–ის სამ ძრავს მოყავს და მართვის სისტემა ავტომატიზირებულია.

მოდელის ღირებულებას BMW ჯერ–ჯერობით არ აზუსტებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g