29 წლის მოდელი, ნიკოლ პოტურალსკი ცნობილი გასულ წელს გახდა, მას პლანეტის ყველაზე მიმზიდველ მამაკაცთან, ბრეტ პიტთან რომანს მიაწერდნენ. იყო თუ არა წყვილი მართლაც ერთად, ზუსტად არ ვიცით, თუმცა, ფაქტია, ნიკოლი ახლა ერთ-ერთი მოთხოვნადი მოდელია და ის შესანიშნავად გამოიყურება.
„ფოტო ბრედმა გადაუღო“ – ნიკოლ პოტურალსკის ფოტო ინტერნეტს იპყრობს
ამჯერად ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე გადაიღეს. მას ე.წ „შიშველი კაბა“ ამშვენებდა, რომელსაც მკვეთრი, იისფერი შეფერილობა ჰქონდა. მის „ლუქს“ მაღალქუსლიანი, ღია ფეხსაცმელი, მასიური საყურე და საფირმო ღიმილი ასრულებდა.