LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლი წავიდა ბრედი თავისუფალია – სამთვიანი ცეცხლოვანი რომანის შემდეგ ბრედ პიტი და ნიკოლ პოტურალსკი ერთმანეთს დაშორდნენ

316
safe-image

უკვე 3 თვეა, რაც 56 წლის ბრედ პიტის ახალი რომანის შესახებ საუბრები არ წყდება. პაპარაცები მის რჩეულს, 27 წლის გერმანელ მოდელს ნიკოლ პოტურალსკის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ. რამდენიმე დღის წინ ნიკოლი და მისი ქმარი, 68 წლის ბიზნესმენი რონალდ მერი ვახშმის დროს დააფიქსირეს.

ფოტო: ბრედ პიტის შეყვარებული 68 წლის მეუღლესთან ვახშმის დროს დააფიქსირეს

ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ნიკოლი და ბრედი ერთმანეთს დაშორდნენ. „ბრედ პიტისა და ნიკოლ პოტურალსკის სამთვიანი ცეცხლოვანი რომანი დასრულდა“ – სწორედ ამ სიტყვებით ავრცელებს ინფორმაციას დასავლური მედია. წყვილის დაშორების მიზეზი გასაიდუმლოებულია, ისევე როგორც მათი სამ თვიანი რომანის დეტალები.

შეგახსენებთ, პიტისა და პოტურალსკის რომანი აგვისტოში დადასტურდა, შემდეგ კი  გამოცემამ „დეილი მეილი“ ნიკოლის ქმრის შესახებ დაწერა. აღმოჩნდა, რომ პოტურალსკი უკვე რვა თვეა, რაც 68 წლის როლანდ მერიზეა დაქორწინებული. წყარო გამოცემას უყვება, რომ მერი ძალიან გაწონასწორებული ადამიანია და ის ღია ურთიერთობების მომხრეა. მას უკვე ჰყავს ხუთი შვილი წინა ქორწინებებიდან და თვლის, რომ ადამიანს ქორწინებაშიც შეიძლება ჰქონდეს გატაცებები. ამდენად ის ბრედისა და ნიკოლის რომანის წინააღმდეგი არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები