LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბრედ პიტის შეყვარებული 68 წლის მეუღლესთან ვახშმის დროს დააფიქსირეს

276
safe-image-2-2020-10-27-10-13-49-757171

ბრედ პიტის ახალი გულისწორი, 27 წლის ნიკოლ პოტურალსკი პაპარაცებისთვის ყველაზე გემრიელ ლუკმად იქცა. ახლა უკვე მის თითოეულ ნაბიჯს ადევნებენ თვალს. ცოტა ხნის წინ მოდელი ბერლინში, 68 წლის მეუღლესთან ვახშმის დროს დააფიქსირეს. ფოტოზე ასახულია, თუ როგორ დგას ნიკოლი ქუჩაში და მეუღლეს, როლანდ მერის ჟესტებით გულს აჩვენებს.

აღსანიშნავია, რომ მას შედეგ რაც ბრედისა და ნიკოლის რომანი დადასტურდა, მოდელი მეუღლესთან ერთად პირველად გამოჩნდა.

 

შეგახსენებთ, პიტისა და პოტურალსკის რომანი აგვისტოში დადასტურდა, შემდეგ კი  გამოცემამ „დეილი მეილი“ ნიკოლის ქმრის შესახებ დაწერა. აღმოჩნდა, რომ პოტურალსკი უკვე რვა თვეა რაც 68 წლის როლანდ მერიზეა დაქორწინებული. წყარო გამოცემას უყვება, რომ მერი ძალიან გაწონასწორებული ადამიანია და ის ღია ურთიერთობების მომხრეა. მას უკვე ჰყავს ხუთი შვილი წინა ქორწინებებიდან და თვლის, რომ ადამიანს ქორწინებაშიც შეიძლება ჰქონდეს გატაცებები. ამდენად ის ბრედისა და ნიკოლის რომანის წინააღმდეგი არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები