LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bugatti Chiron-ის ფინალური ვერსია გახდა ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი, რომელიც აუქციონზე ოდესმე გაყიდულა

135
bugatti

ერთადერთ ეგზემპლარად შექმნილმა Bugatti Chiron Profilee-მ აუქციონის ახალი რეკორდი დაამყარა. Sotheby’s ვაჭრობაზე ჰიპერქარი 9,8 მილიონ ევროდ გაყიდეს, რაც მის საბაზრო ღირებულებაზე ორჯერ მეტია. ეს ყველაზე მაღალი ფასია, რომელიც ახალ ავტომობილში აუქციონზე გადაუხდიათ.

კომპანია Bugatti თავის ისტორიაში ახალ თავს იწყებს და ძრავა W16-ს სამუდამოდ ემშვიდობება. ბრენდის მომავალი მოდელები ჰიბრიდულ აგრეგატზე გადავლენ და ბოლო ჰიპერქარი რომელმაც ტურბო-აგრეგატი მიიღო, Chiron Profilee გახდა. სრულიად მოულოდნელად მან მორიგი რეკორდი დაამყარა და მიუხედავად 4,2-5,5 მილიონად შეფასებისა, 9 792 500 ევროდ გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები