LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Cadillac მზადაა ელექტროქარი Lyriq სამუდამო გარანტიით გაყიდოს

73
cadillac

Cadillac თავისი პირველი ელექტროქარის Lyriq-ის გამოსაშვებად ემზადება, თანაც ჩინეთში – მსოფლიოში ყველაზე დიდ საავტომობილო ბაზარზე. იქ მოდელი ახალ სახელს და მთელ რიგ ბონუსებს მიიღებს, რათა მისი კონკურენტუნარიანობა მაქსიმალურად გაიზარდოს. ასეთი ბონუსების რიცხვშია – სამუდამო გარანტია, 3 წლიანი უფასო საზოგადოებრივი დასამუხტი სადგური და სასაჩუქრე დასამუხტი მოწყობილობა სახლისთვის.

ჩინეთისთვის ელექტროქარების აწყობას უახლოეს მომავალში დაიწყებენ, გაყიდვა კი ივლისის დასაწყისიდან იგეგმება.

Cadillac-ში ფიქრობენ, რომ მიუხედავად საკმაოდ დიდი კონკურენციისა მათი ელექტროქარი ლიდერობის მოპოვებას მაინც შეძლებს. თუმცა, მისი ფასი ჩინეთში აშშ-ზე ცოტა უფრო მეტი იქნება. საწყისი ღირებულება 65 350 დოლარიდან დაიწყება, რაც კროსოვერის ძველ ღირებულებაზე 2360 დოლარით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები