LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Changan-მა ახალი პიკაპი ავტო-სახლად გადააქცია, შიგნით სამზარეულოთი და ტუალეტით

116
34637

Changan-მა ახალი პიკაპი სამზარეულოთი და ტუალეტით აღჭურვილ ავტო სახლად გადააქცია. ჩინეთის ბაზარზე გამოჩნდა სატვირთო LAntop, რომელშიც ორადგილიანი საწოლი, აბაზანა, გასაშლელი მაგიდა, სარეცხი მანქანა და ასევე ორი სავარძელია განთავსებული. ორადგილიანი სალონი უცვლელად დატოვეს და კემპერი მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა ხელმისაწვდომი.

აქტიური დასვენების მოყვარულები შეძლებენ გაშალონ კარავი, მოაწყონ ღია სამზარეულო და აბაზანითაც ისარგებლონ.

კემპერი Changan Fengjing RV-ის ფასი 330 ათასი იუანიდან დაიწყება, რაც იმას ნიშნავს რომ სიახლე საბაზისო პიკაპზე ორჯერ უფრო ძვირი ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები