მსახიობი და ტელეწამყვანი თაკო კორინთელი მეუღლესთან ერთად აია ნაპაზე იმყოფება, სადაც წყვილი ლევანის დაბადების დღეს აღნიშნავს.
თაკო ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს:
„ჩემი სიყვარული დაიბადა ამ დღეს, მადლობა ღმერთს, რომ შენი სახით ასეთი საჩუქარი გამიკეთა. დაბადების დღეს გილოცავ და ვულოცავ ჩემს თავს. მიყვარხარ და ყველაფერი კარგი შენთვის მემეტება. ჩემო სიყვარულო, შენ გაგიმარჯოს. იდღეგრძელე, იმზეგრძელე და სულ გემღერებოდეს..“