პლასტიკური ქირურგიისა და ესთეტიკური მედიცინის ეპოქაში სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველი მე-10 ქალბატონი მიმართავს ინექციურ კოსმეტოლოგიას. ჰოლივუდის ვარსკვლავები მაქსიმალურად ცდილობენ ახალგაზრდული სილამაზის შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ ფილერებს და ბოტოქსს არამხოლოდ ქალბატონები, არამედ მამაკაცებიც მიმართავენ.
ფოტო: საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ მსახიობმა ფილერზე უარი თქვა – გაიცანით 59 წლის ტომ კრუზი
ფოტო: პლასტიკური ოპერაცია, ფილერი თუ გრიმი? – 59 წლის დემი მური კვლავ რადიკალურად შეცვლილი გამოჩნდა
თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ისეთი „სელებრითები“, რომლებმაც უარი თქვეს გაახალგაზრდავების პროცედურებზე და სურთ მაქსიმალურად შეინარჩუნონ ბუნებრიობა.
არა ფილტრი, არა ფილერი – 46 წლის დრიუ ბერიმორისა და 49 წლის კამერონ დიასის ფოტო ინტერნეტს იპყრობს
სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ამერიკელმა მსახიობმა, 57 წლის კორტნი კოქსმა, The Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მან საზოგადოებას ფილერების გამოყენების გამოცდილება გაუზიარა. მსახიობმა ჰოლივუდელ ქალბატონებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ისინი წნეხის ქვეშ იმყოფებიან, რადგან მათ მიკრისკოპით აკვირდებიან.
„მაშინ ვერ ვიაზრებდი, რომ ძალიან უცნაურად გამოვიყურებოდი, შემდეგ ჩემი ყველა ფილერი დავშალე. რამდენადაც შემიძლია, ბუნებრივად გამოვიყურები“.
კორტნის თქმით, მის გარეგნობაზე დაწყებულმა მითქმა-მოთქმამ, მოგვიანებით, უკვე გაკეთებული ოპერაციების შედეგების შეცვლისკენ უბიძგა.
„ვიცი, როგორც გამოვიყურები, სხვა არჩევანი არც მაქვს, როგორ მოვიქცე? დაბერება შევწყვიტო თუ საერთოდ გავქრე?“ – ამბობს „მეგობრების“ ვარსკვლავი.
სხვათა შორის, მსგავსი სიტყვები წარმოთქვა „სექსი დიდ ქალაში“ ვარსკვლავმა, სარა ჯესიკა პარკერმაც.