ლონდონში, ერთ-ერთი ყველაზე გლამურული ღონისძიება, Fashion Awards 2021 გაიმართა. ბუნებრივია წითელ ხალიჩასა და ტრადიციულ მწვანე ფონზე არაერთი ვარსკვლავი ვიხილეთ. თუმცა, 59 წლის დემი მურმა საზოგადოების ერთპიროვნული ყურადღება მოიპოვა.
59 წლის დემის შავი და ნაცრისფერი ფერების გრადაციაში გადაწყვეტილი უმშვენიერესი კაბა ეცვა. მისი სახის კანი სხვანაირად გამოიყურებოდა. მან ან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ან ინექციურ კოსმეტოლოგიას მიმართა და ან კვლავ გრიმი გაიკეთა.
შეგახსენეთ, წლის დასაწყისში „ფენდის“ ჩვენებაზე მური მსგავსი იერით გამოჩნდა. მისი ცნობა შეუძლებელი იყო. ყველა ფიქრობდა, რომ მსახიობმა სახეზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ვიზაჟისტის მოხერხებული ხელების დამსახურება იყო.
ფოტო: დემი მურს პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია – ახალი დეტალები