ინექციური კოსმეტოლოგია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მას უკვე ყოველი მე-3 ქალბატონი მოიხმარს, თუმცა მაინც მოიძებნებიან ისეთი ვარსკვლავები, რომლებიც კანის მოვლისას რაიმე ტიპის ხელოვნური ჩარევის კატეგორიული წინააღმდეგები არიან.
მათ შორის გახლავთ 34 წლის მსახიობი, ემილი კლარკი. „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა გამოცემა Elle-ს ინტერვიუ მისცა და შემთხვევა გაიხსენა, როდესაც კოსმეტოლოგმა მას ბუნებრივი შემავსებლების, ფილერების გამოყენება შესთავაზა.
„მე მაშინ 28 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა კოსმეტოლოგმა ფილერით ნაოჭების შევსება მირჩია, მე განვრისხდი და ის ოთახიდან გავაგდე“, – აცხადებს ემილია
მისი თქმით ის მზადაა, მის სახეს ასაკი შეეტყოს.