მონიკა ბელუჩი ესპანური Elle-ის მაისის ნომრის გარეკანზე მოხვდა. 59 წლის იტალიელი მსახიობის ლუქები წინამორბედებისგან განსხვავებით, განსაკუთრებულად თამამი გახლდათ. მას მთავარ ფოტოზე შავი, პიკანტური კორსეტი ამშვენებს.
რაც შეეხება ბელუჩის კინოკარიერას, მან საყვარელი მამაკაცის, ტიმ ბარტონის მიერ გადაღებულ ფილმში, „ბითლჯუსში“ მიიღო მონაწილეობა. მონიკას კინოსურათში ისეთი ვარსკვლავები უწევენ პარტნიორობას, როგორებიც არიან: მაიკლ კიტონი, უინონა რაიდერი, კეტრინ ო’ჰარა, უილემ დეფო, ჯასტინ ტერუ და ჯენა ორტეგა.
ფილმის პრემიერა 5 სექტემბერს შედგება.
ფოტო: მონიკა ბელუჩის გაბრწყინება საყვარელი მამაკაცის მიერ გადაღებული ფილმის პრემიერაზე