აუქციონზე ძველი Chevrolet-ების კოლექციას გაყიდიან. კოლექცია, რომელიც 33 მანქანას აერთიანებს, ერთობ უნიკალურ და უიშვიათეს ვერსიებს მოიცავს. ამასთან, მეპატრონე თავის უნიკალურ შენაძენს საზოგადოებისგან დიდ ხანს მალავდა. ამ კოლექციას სახელი ტორნადოს პატივსაცემად დაარქვეს, რადგან ერთ დროს ქალაქს სადაც ეს კოლექცია ინახებოდა, დიდი ტორნადო დაატყდა თავს. დაზიანდა შენობაც, სადაც მანქანები ინახებოდა და მიუხედავად ამისა, სატრანსპორტო საშუალებები უვნებლად გადარჩა.
კოლექციონერმა ერთი სახურავის ქვეშ Chverolet-ის 29 ავტომობილს მოუყარა თავი, 1955-დან 2021 წლამდე პერიოდში გამოშვებულ მოდელებს. ასეთ მოდელთა შორისაა 25 ცალი 1970 წლის Corvette ZR1, 2013 წლის 69 ცალი Copo Camaro, ასევე სამიდან ერთი Camaro Z28, რომელიც 1993 წელსაა აგებული და Indy 500-ის რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული.