LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დიეგო მარადონას რარიტეტული კაბრიოლეტი აუქციონზე გაიყიდება

80
maradonaporsche

Bonhams–ის აუქციონის სახლის პარიზის ფილიალი რარიტეტულ კაბრიოლეტს, Porsche 911-ს ყიდის. მოდელი იმითაა განსაკუთრებული, რომ ის წარსულში დიეგო მარადონას ეკუთვნოდა. 1992 წელს გამოშვებული ორკარიანი ავტომობილის გარბენი 123 ათასი კილომეტრია და ის მარტის დასაწყისში გაიყიდება. Bonhams–ის შეფასებით ლოტი მინიმუმ 150 ათას ევროდ გასხვისდება.

დიეგო მარადონამ ახალი Porsche 911 Cabriolet 1992 წლის ნოემბერში შეიძინა. მაშინ ფეხბურთელი „სევილიას“ ნაკრებში თამაშობდა და სპორტქარი ევროპაში გადაადგილებისთვის მთავარ ტრანსპორტად აქცია. სწორედ Porsche–ს საჭესთან იჯდა მარადონა მაშინ, როცა ესპანურმა პოლიციამ გააჩერა, მიზეზი 180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა იყო.

1993 წელს დიეგომ ევროპა დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. იმავე ზაფხულს Porsche მალიორკელმა კერძო კოლექციონერმა შეიძინა. მეორე პატრონი კაბრიოლეტს 20 წელი ინახავდა, 2013 წლიდან კი ლოტმა უკვე რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. ამასთან, აუქციონის სახლის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მთელი ამ წლების მიუხედავად მანქანა არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია შენარჩუნებული.

რარიტეტს 150–დან 200 ათას ევრომდე თანხაში გაყიდიან. აუქციონი პარიზში 3–დან 10 მარტამდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g