LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მაგარი ბიჭები „კერკეტ კაკალს“ ამხნევებენ – ჯონ ტრავოლტასა და სილვესტერ სტალონეს ემოციური „ინსტაგრამ“-პოსტები ბრიუს უილისზე

749
page

ბოლო დღეებია,  67 წლის ბრიუს უილისის დიაგნოზის შესახებ აქტიურად იწერება, მსახიობს „აფაზია“ აქვს, სწორედ ეს გახდა მისი კინოდან წასვლის მიზეზი. უილისს მეტყველებისა და მახსოვრობის დაქვეითება აღენიშნება.

„თითოეულ სიტყვას კარნახობდნენ“ – „კერკეტი კაკალის“ ვიდეო გადასაღები მოედნიდან და უახლესი დეტალები

ბრიუს უილისის დუბლიორი ყვება, როგორ იცვლებოდა მსახიობის ქცევა მეტყველების დარღვევის დიაგნოზამდე

მას უამრავმა ვარსკვლავმა გამოუცხადა მხარდაჭერა. მათ შორის გახლავთ „კერკეტ კაკლის“ კოლეგები და მეგობრები, ჯონ ტრავოლტა და სილვესტერ სტალონე. მათ „ინსტაგრამზე“ ბრიუსთან გადაღებული საარქივო ფოტოები გაავრცელეს და არც ემოციური სიტყვები დაიშურეს.

„მე და ბრიუსი მაშინ დავმეგობრდით, როცა ფილმებზე, „მაკულატურა“ და „შეხედეთ ვინ ლაპარაკობს“ ვმუშაობდით. წლების შემდეგ მან მე მითხრა, ჯონ უბრალოდ მინდა იცოდე, როცა შენთან რაიმე კარგი ხდება, მე ამას ისე ვგრძნობ, თითქოს ეს მე მემართება, – აი ასეთი გული აქვს მას, ბრიუს მე შენ მიყვარხარ“, – წერს ჯონ ტრავოლტა.

„ჩვენვლოცულობთ შენი და შენი ოჯახის კეთილდღეობისთვის“ , – განაცხადა სილვესტერ სტალონემ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by John Travolta (@johntravolta)

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sly Stallone (@officialslystallone)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები