LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუს უილისის დუბლიორი ყვება, როგორ იცვლებოდა მსახიობის ქცევა მეტყველების დარღვევის დიაგნოზამდე

1655
page

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 67 წლის ბრიუს უილისი კინოდან მიდის. ამის მიზეზი კოგნიტური ფუნქციების დარღვევაა. ახლახან კი მისი დიაგნოზი საბოლოოდ გაირკვა, მსახიობს „აფაზია“ აქვს, რომელიც ბევრი თანამდევი სიმპტომის გარდა, მეტყველების დარღვევასაც იწვევს.

66 წლის ბრიუს უილისს დემენცია დაუდგინდა – ნახეთ „ინსტაგრამზე“ მისი ბოლოს გავრცელებული ვიდეოები

66 წლის ბრიუს უილისს დემენცია აქვს – მსახიობი კინოდან მიდის

ბრიუს უილისის დუბლიორმა, რომელიც მსახიობთან 17 წლის განმავლობაში მუშაობდა, ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ იცვლებოდა მსახიობის ქცევა „აფაზიის“ დიაგნოზამდე რამდენიმე თვით ადრე.

მისი განცხადებით, პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა თვალშისაცემი ბოლო თვეების განმავლობაში გახდა.

„ის პერიოდულად ჩერდებოდა, ჩავარდნები ჰქონდა, უჭირდა რამის გახსენება, საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა“, – აცხადებს ის.

ცნობისთვის, „აფაზია“ მეტყველების დარღვევა ან დაკარგვა, რაც გამოწვეულია თავის ტვინის ნახევარსფეროების ქერქის ან მათი გამტარი გზების დაზიანებით. მას თან ახლავს მეხსიერების დაქვეითებაც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები