ბრიუს უილისის მეუღლეს, ემმა ჰემინგს 50 წლის შეუსრულდა. მან „ინსტაგრამზე“ ვიდეო და ვრცელი პოსტი გაავრცელა.
ვიდეოში 71 წლის ბრიუსს ჰელიუმის ბუშტი უჭირავს და იუბილარს დაბადების დღეს სასაცილო ხმით ულოცავს, რაზეც მისი შვილები ბევრ იცინიან და ხალისობენ.
„დღეს ჩემი 50 წლის იუბილეა. უნდა ვთქვა, რომ მზად ვარ ცხოვრების ამ ახალი ათწლეულისთვის და ყველაფრისთვის, რაც მას მოაქვს.
ჩემი 40-იანი წლები რთული და დატვირთული იყო, თუმცა ვამაყობ იმ გზით, რომელიც გავიარე, როგორც მეუღლემ, დედამ, მზრუნველმა პარტნიორმა და ადვოკატმა.
ასევე ვამაყობ იმ საქმით, რომელსაც Emma & Bruce Willis Fund-ის მეშვეობით ვაკეთებთ და იმ შესაძლებლობებით, რაც წინ გველოდება. ერთად ვზრდით ცნობიერებას ფრონტოტემპორალური დემენციის (FTD) შესახებ, ვუჭერთ მხარს მომვლელებს და ხელს ვუწყობთ განათლებისა და კვლევების განვითარებას“, – წერს ემმა.
დემენციასთან მებრძოლი ბრიუს უილისის იშვიათი გამოჩენა
ჯერჯერობით უცნობია ბრიუსის აღნიშნული ვიდეო ახალია თუ საარქივო. ბევრი ფიქრობს რომ კადრები რამდენიმე წლის წინანდელია.
შეგახსენებთ, უილისი 2022 წელს ჰოლივუდს ჩამოშორდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას „აფაზია“ დაუდგინეს, დაავადება, რომელიც მეტყველებასა და სმენის უნარს აქვეითებს. 2023 წელს ოჯახმა გაამხილა, რომ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა და მსახიობს „ფრონტოტემპორალური დემენცია“ (FTD) დაუდგინდა.
დემი მური ბრიუს უილისის, 71-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით ახალ ფოტოებს გვიზიარებს
„ბრიუს უილისმა არ იცის, რომ დემენცია აქვს“ – ემმა ჰემინგის სულის შემძვრელი ინტერვიუ