ამერიკული პორტალის HotCars-ის ექსპერტებმა დაასახელეს ბიუჯეტური კორეული მოდელები, რომელიც ძალიან ხშირად იმტვრევა. ავტომოყვარულებს ისინი ურჩევენ, რომ Hyundai, Kia, SsangYong და Daewoo მეორად ბაზარზე არ შეიძინონ. სიაში მოხვდა ასევე Hyundai S Coupe, კროსოვერი Kia Soirtage, სედანები Daewoo Cielo და Nubira.
ამერიკელები აღიარებენ, რომ კორეული ავტომობილები თავის სეგმენტში ნამდვილად ლიდერები არიან, თუმცა 80-იან, 90-იან და 2000-იან წლებში გვხვდება ისეთი მოდელები, რომელთა ყიდვაც არ ღირს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მიმზიდველი ფასიც არ უნდა ჰქონდეს.