LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ,,ერთმა კეთილმა გოგომ მითხრა: ეს კაბა მარიტას საჩუქრად წაუღეთ და უთხარით, რომ მამამ გამოგიგზავნაო” – ნიკა ქაცარიძის მეუღლე ემოციურ ამბავს გვიყვება

1866
BeFunky-collage - 2023-05-15T213608.210

მსახიობ ნიკა ქაცარიძის მეუღლე, ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საოცარ ისტორიას გვიყვება.

„ჩემი ბალერინა…დღეს ბაღში ფოტო სესია ჰქონდა, ეს ლამაზი კაბა ონლაინ გამოვუწერე, როდესაც კაბის ასაღებად მივედი ერთმა კეთილმა და არაჩვეულებრივმა გოგომ მითხრა რომ ,,ეს კაბა მარიტას საჩუქრად წაუღეთ და უთხარით რომ მამამ გამოგიგზავნაო”.

ამ სიტყვების შემდეგ ისე დავიბენი იმდენად დიდი ემოცია გამოიწვია რომ ტირილი დავიწყე და ამ კეთილ ადამიანს წესივრად მადლობაც კი ვერ გადავუხადე, ახლა მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოთ ეს სიკეთე თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს, რა კარგია რომ კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები…ნინი ნინი მადლობა ჩემი გოგოს დღის გალამაზებისთვის”, – წერს ნინო ბერიძე.

“მინდა ისეთი კაცური კაცი გავზარდო, როგორიც მამიკოს უნდოდა” – ნიკა ქაცარიძის მეუღლე შვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

„შენ ჩვენი შვილების ლამაზი სამყარო მაჩუქე“ – ნიკა ქაცარიძის მეუღლის ემოციური პოსტი

ნიკა ქაცარიძის აუსრულებელი ნატვრა და უკანასკნელი საჩუქარი ცოლისთვის: „ჩემი გაოცება უყვარდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g