რამდენიმე კვირის წინ სასამართლოზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ემბერ ჰარდი ქმარს თაფლობის თვეში სცემდა, ამის შესახებ დეპის პირადმა მცველმა განაცხადა, არსებობს ფოტო-მტკიცებულებაც, სადაც ჯონს თვალები დალურჯებული აქვს.
თუმცა ბოლო პროცესზე ჰარდმა განაცხადა, რომ ეს ფოტოშოპია და მას ქმრისთვის ხელი კი არ დაუკარებია.
„ეს ფოტოშოპია, მე მაქვს ამ ფოტოს ორიგინალი ნანახი და დეპს არანაირი ძალადობის კვალი არ აქვს, ეს სილურჯეები თვალების ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ ფოტოშოპია, მან სილურჯეები მიიხატა“, – აცხადებს ჰარდი.