ემბერ ჰარდი აცხადებს, რომ 2015 წელს, ჯონი დეპთან მორიგი შეხლა-შემოხლის დროს მას ქმარმა ცხვირი გაუტეხა და ტუჩი გაუხეთქა. მან ამ ფაქტის დამამტკიცებელი ფოტომასალაც წარადგინა. თუმცა, ჯონის ადვოკატებმა ჰარდი „გაფაქტეს“ და მას კონტრ-მტკიცებულებები წარუდგინეს. საქმე ის არის, რომ ძალადობის შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჰარდი ჯეიმს კორდონის შოუში იმყოფებოდა, სადაც სახეზე ძალადობის არანაირი კვალი არ ეტყობოდა.
„მე ვნერვიულობდი, რომ ძალადობის კვალს ვერ დავმალავდი, ამიტომ მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი კოსმეტიკური საშუალებებით მათ შენიღბვას. ჩემი ტუჩი ჯერ კიდევ სისხლმდენი და გასიებული იყო“, – იხსენებს ჰარდი.
„ემბერ ჰარდმა ნარკოტიკული საშუალება მაგიდაზე განზრახ დადო და ფოტო გადაუღო“ – მორიგი „ტრიუკი“?