LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ნამდვილი ჯენტლმენია, მე არ ვიცოდი რომ ის მილიარდერი იყო“ – ემბერ ჰარდმა ილონ მასკთან პირველი შეხვედრა გაიხსენა

477
Untitledgf

ემბერ ჰარდმა ჩვენების მიცემისას ილონ მასკთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და მას დადებით პიროვნება და ნამდვილი ჯენტლმენი უწოდა. მისი განცხადებით, ეს მოხდა 2016 წელს. ემბერი და ჯონი „მეტ გალაზე“ იყვნენ მიწვეულნი, თუმცა ჯონი მას არ წაჰყვა ღონისძიებაზე, ამიტომ ჰარდი იქ მარტო მივიდა.

ემბერ ჰარდი ჯონი დეპს ერთდროულად ილონ მასკთან და კარა დელევინთან ღალატობდა

„ჩვენ ,,მეტ გალაზე” ვიყავით მიწვეულნი, თუმცა ჯონი მაშინაც ცუდად მომექცა და არ წამოვიდა, მომიწია მარტო წასვლა ღონისძიებაზე. მე გადმოვედი მანქანიდან და წითელ ხალიჩაზე მარტომ გავიარე, ვიჯექი ჯონისთვის განკუთვნილ ცარიელ სკამთან ერთად. გამოველაპარაკე იმ დროს ჩემთვის უცნობ ადამიანს, სახელად ილონს, მე მაშინ  წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ ვინ იყო ის, არ ვიცოდი, რომ ის მილიარდერი მასკი იყო. მან მე ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენა,  წითელ ხალიჩაზე ვიდექით და ბევრს ვსაუბრობდით, ის ნამდვილი ჯენტლმენი იყო“, – იხსენებს ჰარდი.

ამ შეხვედრის შემდეგ, ემბერის განცხადებით, ისინი დამეგობრდნენ და რამდენიმე თვის შემდეგ შეხვედრა დაიწყეს. მათი სასიყვარულო ურთიერთობა რამდენიმე თვეს გაგრძელდა.

სხვათა შორის მასკი, ჰარდი-დეპის პროცესში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. დეპის მხარე ამტკიცებს, რომ ისინი ერთმანეთს მაშინ ხვდებოდნენ, როცა ჯონი და ემბერი ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თუმცა მასკს არაერთხელ უთქვამს, რომ ჰარდთან შეხვედრა მაშინ დაიწყო, როცა ისინი უკვე ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მეტიც, ილონი წყვილს „იარაღის დაყრისა“ და ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ვურჩევ, იარაღი დაყარონ და ბრძოლა შეწყვიტონ“ – ილონ მასკის რჩევა ჯონი დეპსა და ემებერს ჰარდს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები