LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემბერ ჰარდი ჯონს თაფლობის თვეში სცემდა – დეპის პირადი მცველის სკანდალური აღიარება და ფოტო-მტკიცებულება

13044
Untitled.pngsrtsf

მორიგ სასამართლო პროცესზე ჯონი დეპის პირადი მცველი დაკითხეს, რომელმაც არაერთი სკანდალური განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ემბერი ჯონზე უკვე თაფლობის თვის დასაწყისში ძალადობდა.

„უთხარი მსოფლიოს ჯონ, უთხარი, რომ მე, ჯონი დეპი, თეთრკანიანი მამაკაცი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვარ” – ემბერ ჰარდი

„თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ემბერი შესანიშნავად იქცეოდა, ჯონიც საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა, თუმცა, თაფლობის თვის დასაწყისში შევნიშნე, რომ ჯონს სახეზე ნაკაწრები, შესიებები და თვალზე სილურჯეები აღენიშნებოდა. ვხედავდი, როგორ იცვლებოდა დეპი, ბედნიერი, შეყვარებული მამაკაციდან, ჩუმ, საკუთარ თავში ჩაკეტილ ინდივიდად იქცა.  დროსთან ერთად ემბერი უფრო უხეში და მომთხოვნი გახდა, მას ამ ურთიერთობაში დომინანტობა სურდა“, – აცხადებს მალკოლმ კონოლი, რომელიც დეპთან 2006 წლიდან მუშაობს.

პროცესზე ფოტომასალაც აჩვენებს, სადაც დეპს სახეზე მართლად ძალადობის ნიშნები ეტყობა.

„შენ ყველაფერი წამართვი, ჩემი სისხლიც გინდა? აჰა, აიღე!“ – ჯონი დეპი ემბერს ევედრება დანა აიღოს და დაჭრას

„თუ არ წავედი, აქ იქნება სისხლიანი ბრძოლის ველი!“ – დეპი-ჰარდის დიალოგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები