მენტალური ჯანმრთელობა, რომ ყველაზე მთავარია, ამაზე ვთანხმდებით. აღნიშნული საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური და განხილვადი ხდება და ამის შესახებ ვარსკვლავებიც ღიად ალაპარაკდნენ.
ახლახან, 25 წლის მოდელმა, ბელა ჰადიდიმ „ინსტაგრამზე“ რამდენიმე „სელფი“ გაავრცელა. ფოტოებში ბელა ტირის. ამით ის მხარს ყველა იმ ადამიანს უჭერს, რომელსაც მენტალური პრობლემები აქვს. ფოტოებს სათაურად ემოციური სიტყვები ერთვის.
„ზოგჯერ, რთულ მომენტებში ადამიანებს იმის გაგება სურთ, რომ ისინი მარტო არ არიან, ეს შენ ჩემგან… იცოდე, რომ მარტო არ ხარ, მე შენ გხედავ, მე შენი მესმის! იცოდეთ, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა“, – წერს ბელა.
„პირდაპირ გასაბერ ნავში“ – ბელა ჰადიდისა და მისი ახალი რჩეულის პიკანტური ფოტოები