ესტონეთში გამოჩნდა მსოფლიოში პირველი უპილოტო მიკროავტობუსი, რომელიც წყალბადზე იმუშავებს.
ასეთი ავტობუსი 6 მგზავრზეა გათვლილი და მოძრაობის ორი რეჟიმი აქვს – შეუძლია მთლიანად ავტოპილოტის დახმარებით გადაადგილდეს ან დისტანციურად პულტით იმართოს.
როგორც მოსალოდელია, ასეთი სატრანსპორტო საშუალებები ქვეყნის საერთო მოხმარების გზებზე 5 ივლისიდან იქნება დაშვებული.
მანამდე კი ამსტერდამში უპილოტო ელექტრონული ნავების დატესტვა დაიწყეს. ეს ტრანსპორტი მგზავრების გადასაყვანად და ასევე ნაგვის შესაგროვებლადაა განკუთვნილი. თუმცა, სანამ უპილოტოები თავის საქმიანობას შეუდგებიან, ნიდერლანდების დედაქალაქის გადატვირთულ არხებში მანევრირებას სწავლობენ.