„ფორმულა-1“-ის პილოტისთვის ააგეს Land Rover Defender, რომელსაც შიგნით პიცის საცხობი ღუმელი აქვს, თანაც ნამდვილი. ლანდო ნორისი – McLaren F1 Team-ის ბრიტანელი მრბოლელია და ცნობადობა უჩვეულო ავტომობილების სიყვარულით მოიპოვა.
ექსკლუზიური McLaren 765 TL Spider-ის მეპატრონემ 2023 წლის ბოლოს „საზღვაო“ კაბრიოლეტის Fiat 500 Jolly Evocation-ის გაყიდვა გადაწყვიტა, 2024 წელს კი მართლაც და უნიკალური Land Rover Defender-ის მეპატრონე გახდა.
პროექტის ავტორია ბრიტანული კომპანია Retro Automotive, რომელიც ავტომობილებს ინდივიდუალური შეკვეთებით აგებს და ყოველ წელს მხოლოდ 15 მანქანას უშვებს. ორიგინალ Defender-ს კომპლექსური რესტავრაცია გაუკეთეს, რასაც 1000 საათი დასჭირდა. კლიენტის სურვილის შესაბამისად ყველგანმავალი სახურავის გარეშე დარჩა. სალონში დატოვეს ადგილი პიკნიკის კომპლექტისთვის და პიცის პორტატიული ღუმელის Ooni-ისთვის.