მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ფრედი მერკურიმ მართვის მოწმება ვერა და ვერ აიღო, ავტომობილებით ყოველთვის ძალიან იყო გატაცებული. ერთ-ერთი მანქანა, რომელიც Queen-ის ლეგენდარულ ვოკალისტს ეკუთვნოდა, 2022 წლის ნოემბერში Sotheby’s აუქციონზე გაიყიდება. მუსიკოსის ყველა ფანს მიეცემა საშუალება, რომ Rolls-Royce Silver Shadow-ს მფლობელი გახდეს. ფრედი და მისი და მანქანის პირველი მეპატრონეები იყვნენ.
წარსულში მდიდრული სედანის ოფიციალურ მეპატრონედ კომპანია Goose Productions ეწერა. საქმე ისაა, რომ მერკურის მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ამიტომ ყოველთვის უკანა სავარძელზე იჯდა, ავტომობილის მოვლის საკითხებს კი ეს კომპანია აგვარებდა.
მანქანამ ორიგინალური 6,75 ლიტრის ძრავა V8 შეინარჩუნა და მისი სიმძლავრე 192 ცხენის ძალაა. სედანს ამდენ წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ ქარხნული სპეციფიკაცია არ შეუცვლია.