LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: “გამოთხოვება დავით გობეჯიშვილთან” – როგორ გამოაცილეს ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

405
BeFunky-collage (1)

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს.

მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ.

დაღუპულის ჩამოსვენებას ისინი მუხლმოდრეკილი და სანთლებით ხელში დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები.

სამშობლოში ჩამოსვენებამდე დავით გობეჯიშვილს უკრაინაში ქართველი თანამებრძოლები და სამოქალაქო პირები გამოემშვიდობნენ.

ფოტოებს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს.

ქარ­თველ მებ­რძოლს, დღეს 12:00 სა­ათ­ზე, ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ას­ვე­ნე­ბენ, სა­ი­და­ნაც სა­ღა­მოს, ტყი­ბულ­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ. და­ღუ­პულ მებ­რძოლს კვი­რას, ტყი­ბულ­ში­ვე დაკ­რძა­ლა­ვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები