LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Genesis G70 Shooting Brake და კიდევ 7 ძალიან მაგარი უნივერსალი

72
autonews518

უნივერსალი – არის სახეობა, რომელიც ბაზრიდან ნელ–ნელა ქრება. ევროპის ბევრ ქვეყანაში მისი პოვნა უკვე შეუძლებელია და რარიტეტული ეგზემპლარები კოლექციონერებს თუ შემორჩათ.

მაგალითები? თუნდაც BMW 3 Series Touring, Audi A6 Avant, Peugeot 508 SW და ბევრი სხვა მოდელი, რომელიც უკვე დროა რომ საავტომობილო წითელ წიგნში შეიტანონ. დღესდღეობით ავტომწარმოებლები მთავარ აქცენტს კროსოვერებზე აკეთებენ, რაც გასაგებიცაა. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც წესებს უპირისპირდება. მაგალითად Genesis, რომელიც ადგა და სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის ხუთკარიანი G70 Shooting Brake შექმნა. კორეულ სიახლეს არც თუ ისე ბევრი კონკურენტი ყავს, მაგრამ ვინც ყავს აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები