ნატო გელაშვილის რძალი, ანეტა ნიკურაძე ქორწინების 4 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მეუღლეს, გიორგი ჭოხონელიძეს თბილი სიტყვებითა და ემოციებით მიმართავს:
„სულ რაღაც 4 წელიც გასულა…
ღმერთო, როგორ მიყვარს ეს დღე, გამიჭირდება სიტყვების მოძიება, გადმოსაცემად… ერთი რაც შემიძლია ვთქვა, გულწრფელი და დიდი მადლობა უფალს რომ ეს ამბავი ასე ინება! … მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისი გვერდით დგომითაც ასე სრულყოფილად შედგა ჩვენი დღე 2021 წლის 17 ოქტომბერი.
ეს ის დღეა, რომელშიც არც ერთ წამს არ შევცვლიდი, ზუსტად ის სიყვარულის ზღაპარი იყო, რომელზედაც ჩემს ფიქრებში ჩუმად მიფიქრია ქალურად…
მადლობა უფალს, რადგან მჯერა რომ იქ სადღაც ზევით გადაწყდა ჩვენი ამბავი იმ 2020 წლის 14 იანვარს)) და ეს ბევრჯერ ვიგრძენით ამ წლების მანძილზე. როგორც დაიწყო მოულოდნელად, დიდი ნაპერწკლებით და უფლისგან გამოგზავნილი ნიშნების კვალდაკვალ…. ასე დიდი სიყვარულის მადლით გვეტარებინოს ჩვენი უღელი ორი დიდი საჩუქრით, ჩვენი შვილებით, თავისი დაღმასვლებით და აღმასვლებით სავსე… მრავალფეროვანი მოგონებებით გამსჭვალული…
მიყვარხარ მე შენ!“